სამართალი

ვარკეთილში თითქმის 5-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ძმები შენგელიები დააკავეს

სპეცოპერაცია უკავშირდება ავარიას, რა დროსაც ავტომობილი, რომელშიც ძმები იმყოფებოდნენ, შეეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომობილს, რის შედეგაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ავტოავარიამდე კი ზუგდიდში დაჭრის ფაქტი მოხდა, სადაც ძმები ფიგურირებდნენ.

ვარკეთილში თითქმის 5-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ძმები – ბექა და გიორგი შენგელიები ძებნაში იყვნენ. შუამთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

სპეცოპერაცია უკავშირდება 15 აპრილს მომხდარ ავარიას, რა დროსაც ავტომობილი, რომელშიც ძმები იმყოფებოდნენ, შეეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომობილს, რის შედეგაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ამის შემდეგ ძმები 3 კვირის განმავლობაში ძებნაში იყვნენ.

ავტოავარიამდე ზუგდიდში დაჭრის ფაქტი მოხდა, რომელშიც სწორედ ძმები შენგელიები ფიგურებდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათზე გამოძიება, რამდენიმე დღის შემდეგ მათ პოლიცია გამოედევნა, რა დროსაც ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განზრახ დაეჯახნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close