სხვადასხვა

ვარდისფერი ბრილიანტი – „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავი“ 49.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

იშვიათი, 11.15-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, სახელწოდებით „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავი“ Sotheby’s-ის მიერ ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონზე რეკორდულ ფასად, $49.9 მილიონად გაიყიდა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

სააუქციონო სახლის მიერ შემოთავაზებული საწყისი ფასი $21 მილიონი იყო. საბოლოო ჯამში, ბრილიანტს შტატ ფლორიდის მკვიდრი კოლექციონერი დაეუფლა.

ყველანაირი გადასახადების ჩათვლით, „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავის“ საბოლოო ფასმა $57.7 მილიონი შეადგინა. ამგვარად, ერთი კარატის ღირებულება დაახლოებით $5.17 მილიონით განისაზღვრა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია. ბრილიანტის შეძენის შემდეგ, კოლექციონერს ქვისთვის „როსებნერგ-უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავის“ (ინგლ. Rosenberg Williamson Pink Star) დარქმევა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და ბრილიანტს არსებული სახელწოდება შეუნარჩუნა.

იმედი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close