სამართალი

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტიამ განუცხადა, ცააძე და ფირცხალავა იქამდე იშიმშილებენ, ვიდრე შიმშილობას თავად სააკაშვილი არ შეწყვეტს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დღეს, მსჯავრდებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივლენ.

„დღეს თვითონ დაგვირეკა და გვთხოვა დაგვეფიქსირებინა აზრი. მისი შინაგანი გადაწყვეტილებაა და სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. გიორგი ცააძემ და ირაკლი ფირცხალავამ დაიწყეს შიმშილობა. თვითონ აცხადებენ, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ჩვენც შევწყვეტთო“,- განაცხადა ხვიტიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close