საზოგადოება

ეს ირანში მცხოვრები, ფერეიდნელი ქართველია და პატრიარქის პატივისცემის ნიშნად, ილია ქვია – გოგიტა მელიქიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი გოგიტა მელიქიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ეს ირანში მცხოვრები , ფერეიდნელი ქართველია ,
რომელსაც დღეს 11- წელი შეუსრულდა და თავის დაბადების დღეს ასეთი , ქართულად გაფორმებული ტორტით აღნიშნავს . ამ პატარა ქართველს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პატივცემის გამო სახელად ილია ჰქვია .
მისი მამა – ომიდ გოგონანი ორ თავის თანამოაზრესთან ერთად ირანიდან ფეხით წამოვიდა და თავის მშობლიურ საქართველოს დიდი სიყვარულითა და საცრად ამაღლებული ემოციებით ასა ფეხდაფეხ მოეახლა . . .
ჩემთან საუბარში ბატონმა ომიდმა განაცხადა :
2001 წელს ირანის პრეზიდენტის მოწვევით ჩვენთან ჩამობრძანდა საქართველოს პატრიარქი , რომელმაც ფერეიდანი მოინახულა და იქაურ ქართველებს მამობრივი სიყვარულით მოგვეფერა . მის მიმართ გული ისე მშობლიურად გამითბა , რომ მაშინათვე ვთქვი , როდესაც შვილი გამიჩნდება ამ ძვირფასი ადამიანის სახელს – ილიას დავარქმევ , მეთქი .
ამ გულისხმიერი აღთქმის შემდეგ 9 წელი გავიდა და ილიაც დაიბადა . დღეს კი ილია უკვე 11 წლისა გახდა .
ახლა მისი ისტორიული სამშობლოდან-საქართველოდან დაბადების დღეს ვულოცავ პატარა ილიას და დიდ ქართველობას ვუსურვებ . მითუმეტეს , რომ მას სახელი უკვე დიდი ქართველისა ჰქვია და დარწმუნებული ვარ , რომ პატარა ილიას წინ დიდი ცხოვრება ელოდება .
ფოტოზე :
პატარა ილია ირანში ქართულად გაფორმებულ თავის საიუბილეო ტორტთან ერთად“ – წერს გოგიტა მელიქიძე.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close