პოლიტიკა

“ეს ერთგვარი ტანგოა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის” – გახარია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ

„ამ 9 წლის განმავლობაში, არ მახსოვს, 8 თუ 9 არჩევნები ჩატარდა და პირველი შემთხვევაა როცა მიშა სააკაშვილი გვეწვია თბილისში” – განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში გადაცემაში “პოლიტიკური ამბები”.

ჟურნალისტის კითხვას: სხვათაშორის, “ოცნება” ამბობდა, რომ სააკაშვილი ვერ ჩამოვა საქართველოში, გახარია ხომ არ ჰგონია პრემიერიო, –  გახარიამ ასე უპასუხა:

“ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მასკარადი, რომელიც სააკაშვილმა და “ოცნებამ” ერთად დაგვიდგეს, რა თქმა უნდა, არის შეთანხმებული”.

კითხვა: რას ნიშნავს შეთანხმებული? თქვენ არ ხართ იმდენი ხნის წამოსული “ოცნებიდან” თუ ასეთი კომუნიკაცია იყო მათ შორის, ამის შესახებ ინფორმაცია არ გქონოდათ. 2 თვეში ამ ტიპის კომუნიკაცია ვერ დგება, ასეთ დაპირისპირებულ ლიდერებს შორის.

“ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის დაკვირვების შედეგი. დღეს არავის, ამ ორ პოლუსს ყველაზე უფრო აწყობთ ერთმანეთი. “ოცნებას” რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად აწყობს სრულად დისკრიდიტირებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის რევანშის სურვილი უკვე ყველა ზღვარს გადასცდა, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას”, რა თქმა უნდა, აწყობს დასუსტებული ხელისუფლება, დასუსტებული “ოცნება”. ეს ერთგვარი ტანგოა მათ შორის. ასეთი ცეკვა მიდის მათ შორის.

_ ეს არის შეუთანხმებელი თამაში?

_ ჩვენ ხომ რაღაც კონსპირაციების თეორიებზე და ჭორებზე არ ვისაუბრებთ.

_ კონსპირაციაა თქვენგან ამაზე საუბარი.

_ არა, ეს შედეგობრივი ფაქტებია. ეს იყო სპეციალური ღონისძიება.

_ ივანიშვილმა ჩამოიყვანა სააკაშვილი? გავამარტივოთ აუდიტორიისთვის.

_ მარტივია, დიანა. თქვენ მრავალი წელია ხართ ჟურნალისტიკაში და საოცრებების, ასეთი დამთხვევების გჯერავთ? 9 წლის შემდგომ, პირველ ოქტომბერს, არჩევნებამდე 7-8 საათით ადრე ქვეყანაში აკავებენ ყოფილ პრეზიდენტს, რომლის ფუნქცია, ბოლო 9 წლის განმავლობაში, იყო რა? გამოაჩინე სააკაშვილი, მიიღე ათასობით მეტი ხმა. ითვლება ეს პირდაპირ. გამოაჩინე, მიიღე. გამოაჩინე, მიიღე. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ მათ ვერ გათვალეს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ვეღარ მართეს და მიიღეს სრულად რეინკარირებული ნაციონალური მოძრაობა. მიიღეს, ფაქტობრივად, მსხვილ ქალაქებში, მუნიციპალურ დონეზე ნაციონალური მოძრაობისთვის გადაცემული ძალაუფლება და ხელისუფლება. ეს არის უსუსური ორგანიზაცია „ოცნების“, განსაკუთრებით ბოლო 6-7- თვის მანძილზე, ნაკეთები  სისულელეების შედეგი. ეს არის ის ცირკი, რასაც ჩვენი საზოგადოება უყურებს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close