საზოგადოება

„მშვიდობის მხარდაჭერა რეგიონში ახალგაზრდების და მედიის მიერ“ – აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

15 ოქტომბერს  აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი „მშვიდობის მხარდაჭერა რეგიონში ახალგაზრდების და მედიის მიერ“.

“აზერბაიჯანული დელეგაცია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ბიუსტს ეწვია თბილისის ცენტრში. დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს დიდი ლიდერის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი ბიუსტი” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

 ღონისძიების გახსნისას საზოგადოებრივი ასოციაციის „ახალგაზრდული ინიციატივებისა და განვითარების მხარდაჭერა” თავმჯდომარემ თოგრულ ალაჰვერდილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდულ ფონდს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ ბევრი ღონისძიების გატარების საჭიროებაა ორივე ქვეყნის მედიისა და ახალგაზრდების ინტეგრირებისთვის.

აზერბაიჯანის საელჩოს მდივანმა ტამერლან ტაგიევმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს განსახილველი თემის აქტუალობაზე.

პირველი პანელის სადისკუსიო თემა იყო „მედია მშვიდობის მხარდასაჭერად“, ხოლო მეორისა _  „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“.

ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ, განათლების ექსპერტმა, როლანდ ხოჯანაშვილმა ჩვენთან  საუბარში აღნიშნა, რომ იდეის დონეზე იქნა განხილული პროექტების იდეები:

„შევთავაზე აზერბაიჯანულ მხარეს, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, თანატოლთა ურთიერთსწავლების მეთოდით, განხორციელებულიყო პროექტები. ჩემი მოსწავლეები მზად არიან მულტილინგვური პროექტების განსახორციელებლად. ერთ-ერთი იდეა გახლდათ ქართულ-ინგლისურ-აზერბაიჯანული სასაუბროს შექმნა და გამოცემა, ასევე საგანმანათლებლო ფორუმების მოწყობა, გამოცდილების გაზიარება და სხვა. ველოდები საქმიან შემოხმიანებას. დრო გვიჩვენებს, რამდენად რეალიზდება ჩემი მოსაზრებები. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას“.

ფორუმის დასრულების შემდეგ, დისკუსიის ქართველ მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები იყვნენ აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში და „ფონდი აზერბაიჯანული დიასპორისათვის“.

ცნობისთვის: კონფერენციას ესწრებოდნენ Real TV- ს თანამშრომელი, ყარაბაღის ომის ვეტერანი ისმაილ ჰუსეინოვი, Oxu.az– ის ჟურნალისტი კუბრა მაჰარამოვა, Report.ge– ს თანამშრომელი ანანო ნიკოლაძე და ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის კვლევების ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილი პაპავა, რომლებმაც ისაუბრეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობასა და მედიის როლზე, ყარაბაღში გამარჯვების პოზიტიური გავლენაზე რეგიონში, ასევე, განხილვის საგანი იყო ინფორმაციული ომი.

მეორე პანელის – “ახალგაზრდები მშვიდობისათვის” მოდერატორი იყო ახალგაზრდული მოძრაობის «Davam» თავმჯდომარე ნიჰად ალაჰიარლი.

პანელ დისკუსიას ესწრებოდნენ პირველი არხის თანამშრომელი და “წითელი ჯვრის” თანადამფუძნებელი ნატალია ჯალაღონია, განათლების დარგის ექსპერტი, ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი, აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფონდის წარმომადგენელი ზაურ ოსმანოვი და საზოგადოებრივი ასოციაციის “აზერბაიჯანელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პლატფორმა” წარმომადგენელი ულკერ გურბანოვა. შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსიები და ფორუმი დასრულდა სამახსოვრო საჩუქრების «Xarı bülbül» ქართველი სტუმრებისათვის გადაცემის ცერემონიით, რომელიც მომზადდა საზოგადოებრივი ასოციაციის “მხარდაჭერა ახალგაზრდული ინიციატივებისა და განვითარებისათვის” მიერ.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში და ფონდი აზერბაიჯანული დიასპორისათვის,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close