მსოფლიო

„ეს არის პატარა ერის ნაციონალიზმი…” – რამ გააბრაზა ჟირინოვსკი?

ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მარცხს გამოეხმაურა. რუსეთი ბელგიასთან მეორე სათამაშო დღის ბოლოს 3-0 დამარცხდა.

“ვალონები, ფლამანდიელები საუკუნოობით იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ, მათში არის გარშემო მყოფთა მიმართ ძლიერი ზიზღი და ბრაზი, რომელიც დოპინგივით მოქმედებს. ეს არის პატარა ერის ნაციონალიზმი…”

“ჩვენ კი ეს არ გვაქვს, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ვანგრევდით ეროვნულ იდენტობას. მეფეც ამიტომ არ გვიყვარდა, საბჭოთა ხელისუფლებაც, ელცინიც…”

“ხან საბჭოთა ხალხი ვიყავით, ხან – რუსეთის ხალხი, მაგრამ არასოდეს – რუსი ხალხი. ამიტომაც არ არის ჩვენში სამოქალაქო ერთობა” – დაწერა ჟირინოვსკიმ საკუთარ “ტელეგრამ-არხზე”.

წყარო: sportline.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close