პოლიტიკა

ეს არის „ვივამედის“ სასწაული. ადამიანი, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არამხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში – ხვიჩია

მგონია, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მხიარულები. დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არსად წასულა. შემდეგ კონსულტაციებზეც უნდა დაგვიჯეროს და საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში“. 

„ჩემი აზრით, ეს არის „ვივამედის“ სასწაული. ადამიანი, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არამხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში.”– ასე გამოეხმაურა “გირჩი”-ს ლიდერი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით.

“მგონია, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მხიარულები. ეს მოსალოდნელი იყო ისედაც, ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, მიგვაჩნდა, რომ არც არსად წასულა. შემდეგ კონსულტაციებზეც უნდა დაგვიჯეროს და საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში“.

„ნაცმოძრაობამ“ უნდა მოითხოვოს თავისუფალი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და გააუქმებინონ შალვა პაპუაშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებს მასთან არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილმა მეტი დამაჯერებლობისთვის საავადმყოფოს ნაცვლად ციხის პალატიდან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ამ პროცესებს. ლიდერი იმ პარტიის, რომელსაც გამარჯვება სურს, უნდა იყოს ციხეში და ჯანმრთელობას და მხნეობას ასხივებდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ დღეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close