სამართალი

ეს არათუ საუკუნის ძარცვა, არამედ იყო საუკუნის „აფიორა“, რომელიც დაგეგმა და განახორციელა სახელმწიფო სპეცსამსახურებმა – ესებუას ადვოკატი

ბადრი ესებუამ, სამწუხაროდ, უარი თქვა, რომ მისი უფლებები დაგვეცვა ჩვენ. თუმცა მას აქვს ისეთი ინფორმაციები, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, თავდაყირა დადგება ყველაფერი.

ადვოკატმა ნიკა მემანიშვილმა „მეტრონომთან” საქართველოს ბანკის ზუგდიდი ფილიალის გახმაურებულ ძარცვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესი დაგეგმა და განახორციელა სახელმწიფო სპეცსამსახურებმა, რათა გადაეფარათ სოციალური და არჩევნების საკითხები.

ნიკა მემანიშვილი:

“არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა ბადრი ესებუამ. ამ საქმეში რაღაც ისეთი იმალება, რაც თავდაყირა დააყენებს ყველაფერს. შეგახსენებთ, როდის განხორციელდა ეს ქმედება, ეს მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა. ამ საქმემ სოციალური და არჩევნების საკითხი სრულად გადაფარა. ეს ჩვენი შეფასებით იყო დადგმული სპექტაკლი და ეს არათუ საუკუნის ძარცვა, არამედ იყო საუკუნის „აფიორა“, რომელიც დაგეგმა და განახორციელა სახელმწიფო სპეცსამსახურებმა.

ბადრი ესებუამ, სამწუხაროდ, უარი თქვა, რომ მისი უფლებები დაგვეცვა ჩვენ. თუმცა მას აქვს ისეთი ინფორმაციები, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, თავდაყირა დადგება ყველაფერი და უფრო მეტიც, შეიძლება ძალოვანი უწყებებიც ჩამოშალოს. ახლა მის ოჯახზე ზეწოლა და ვაჭრობა მიმდინარეობს”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close