მსოფლიო

ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ “სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი იქნას შემუშავებული

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის” აღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია. ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ გასცემენ ტურისტულ ვიზებს და სხვა სახელმწიფოებმაც უნდა განიხილონ ეს შესაძლებლობა.

კერძოდ, შემოთავაზებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ევროპული ვიზების გაცემა ან, როგორც ვარიანტი, ვიზის გაცემისას მათგან “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებლის” აღება.

“რუსებს არჩევანი ექნებათ – მეტი გადაიხადონ და რომი ნახონ ან ეკონომია გააკეთონ და მინსკში დაისვენონ”, – წერია დოკუმენტში.

სხვა რეკომენდაციებს შორის არის ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევა, ფიზიკური პირების სასანქციო სიის გაფართოება და რუსეთის ათი უდიდესი ბანკის წინააღმდეგ დამბლოკველი სანქციების შემოღება.

ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ “სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი იქნას შემუშავებული.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ დოკუმენტს და განაცხადა, რომ იგი მსოფლიოს ყველა საკვანძო ლიდერის მაგიდაზე იქნება. მისი თქმით, ერმაკი-მაკფოლის პირველი ასეთი დოკუმენტი 70%-ზე მეტად შესრულდა.

იპნ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close