Sliderსაზოგადოება

“ერთადერთი, ვინც დაგამარცხა, კოვიდია – მადლობა, რეზო, ჩვენთან გატარებული წლებისთვის!”

უსაშველოდ მძიმეა, უსაშველოდ – ვწერ და ვტირი, ვტირი და ვწერ.
ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ შემაწუხა – ორი კვირით და ვაი, რა ძნელი ორი კვირით.
კი არ დამღალა, როგორც ჩვენთან, იმერეთში იტყვიან, გამასავათა.
ღმერთო რა ძნელი ყოფილა მეგობრის გვერდით დგომა – ამას როგორ წარმოვიდგენდი.
და, თქვენ გგონიათ გვერდით ვედექი?
არა!
ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, ვრეკავდი ცხელ ხაზზე და ვკითხულობდი – რეზო სტურუას მდგომარეობა მაინტერესებს.
ოი, რა უსაშველოდ იწელებოდა ერთი წამი, პასუხამდე.
როგორ მახარებდა პასუხი – სტაბილურია, ორგანიზმი იბრძვის, სიცხე არ აქვს.
აი, ეს იყო სულ!
ეს იყო ორკვირიანი ზრუნვა, ჩემთვის გაკეთებული სიკეთის პასუხი რეზოსთვის.
რამდენიმე ზარი, რამდენიმე წამი – ამ წამებში ჩატეული მეგობრობა, სიყვერული და  ძალაგამოცლილი სიცოცხლე.
რეზო სტურუამ დაგვტოვა, ჩვენმა რეზომ, ჩემმა უფროსმა მეგობარმა – სიყვარულის, მეგობრობის, კაცობის სიმბოლომ.
რეზო წავიდა…
რეზო წავიდა…
რეზო წავიდა…
ახლა რასაც წაიკითხავთ, ზუსტად ვიცი, რეზოს არ მოეწონება – მე კი ახლა მინდა მადლობა გადავუხადო, მადლობა, რომელიც არასდროს მათქმევინა, არასდროს!
რეზო, მადლობა, მადლობა, მადლობააააა…
გესმის, რეზო?
გესმის?
მადლობა შენ!
უღრმესი მადლობა, იმისთვის რომ ჩემს ვაჟს საშუალება მიეცი მესის თამაში ენახა სტადიონზე, როგორც იტყვიან, ცოცხლად და არა ონლაინ, ტელევიზორში.
რეზო, მადლობა შენ იმ სახატავი „მოწყობილობებისთვის“,  ჩემს ქალიშვილთან რომ მატანდი.
მადლობა იმ სიკეთისთვის, რაც შენ ჩემს ოჯახს გაუკეთე.
მადლობა, მადლობა, მადლობა…
შენ რომ არა, არც კი ვიცი….
მადლობა იმისთვის, რომ შენი ახლადდაწერილი ლექსების პირველი მსმენელი მე ვიყავი.
დედაზე დაწერილი იმ ლექსისთვის მადლობა, მე რომ მატირა ცხარე ცრემლით.
ჩემო რეზო, ჩემო კარგო მეგობარო!
უსაშველოდ მძიმეა, უსაშველოდ – ვწერ და ვტირი, ვტირი და ვწერ…
რაღაცნაირად გაქრა გუშინდელი დღე ჩემი მეხსიერებიდან, წაიშალა – რეზო აღარ გვყავს, რეზომ დაგვტოვა და ამ დილით კლინიკაში დავრეკე, მექანიკურად.
რეზო სტურუას მდგომარეობა მაინტერესებს, დღეს გადაასვენებენ  – მითხრეს.
მოვკვდი!
აი, ამ დილის ზარის გამო ვწერ, ახლა, ამ წუთას. ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიჭირდა სიტყვების მოძიება. რაღაც მეტი მინდოდა მეთქვა – არ გამომივიდა. მაპატიე.
ვწერ ამ სტრიქონებს და ტვინი მეწვის, ვფიქრობ – როგორ, კაცო, როგორ? მე ხომ ეს წუხელ ვიცოდი, დღეს რა დამემართა? – არ დაიჯერა ტვინმა, არ დაიჯერა – ჩვენი რეზო, ჩვენი რეზო, ჩვენი რეზო… წავიდააააააააააა.
ერთადერთი, ვინც დაგამარცხა, კოვიდია – მადლობა, რეზო, იმ წლებისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაატარე!
უფალმა დაგიმკვიდროს, ცათა სასუფეველი.
ჩვენო რეზო, ჩვენო რეზო…
მიყვარხარ და… ისევ მეიმედები!

დარეჯან მეფარიშვილი

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close