პოლიტიკა

არანაირი სრული ლოკდაუნი არ იქნება – გიორგი გახარია

არ იქნება არანაირი სრული ლოკდაუნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მიჰყვება დასახულ გეგმას.

„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით და ფეხით გადაადგილებაზე. ერთადერთი 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. „კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ იქნება, ეს არის ჭორები“, – აღნიშნა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close