მსოფლიო

დღეს, 26 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში ზავი ამოქმედდება

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვაშინგტონის, ბაქოსა და ერევნის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

თეთრი სახლის ლიდერი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე ახლახანს შეთანხმდნენ. ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება“,- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი კონფლიქტის დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, მის მოადგილეს, სტივ ბიგანს და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close