დუბაიში შიშველი ფოტოს გამო დაკავებულ გოგონებს შორის რუსი მილიონერის ქალიშვილიც აღმოჩნდა
არაბთა გაერთიანებული საემიროების პოლიციამ დუბაიში 10 გოგო დააპატიმრა, რომლებიც Dubai Marina-ს სასტუმროს აივანზე შიშველი ფოტოსესიისთვის პოზირებდნენ. საერთო ჯამში, შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში 40-მდე პირია დაკავებული.
როგორც გაირკვა, შიშველი ფოტოების მოყვარული გოგონებიდან ერთ-ერთი რუსი მილიონერისა და ეროვნული კორპორატიული ბანკის ყოფილი ბანკირის ქალიშვილია. რუსი გოგონების გარდა, დაკავებულები არიან უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ- არხი Mash ავრცელებს.
ფოტოსესიის მონაწილეებს6 თვიანი პატიმრობის გარდა, ჯარიმის – დაახლოებით 1 390 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ღონისძიების ორგანიზატორს კი 14 000 აშშ დოლარის.
გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ დაკავებულები შეიწყალოს.