სამართალი

დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისზე თავდასხმა მოხდა – არიან დაჭრილები

დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის პრესსამსახურის წარმომადგენელი ფერიდე ტვილდიანი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ოფისთან მისთვის ჯერჯერობით უცნობი ადამიანები მივიდნენ, რა დროსაც მათსა და შტაბში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close