საზოგადოება

დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ – კალაძე

პირველი დერეფანი, რომელიც იკვრება, არის ჭავჭავაძე – მელიქიშვილი – რუსთაველის რეაბილიტაცია. ამ ყველაფერს ქეთევან წამებულის გამზირი ემატება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„წელს ჩავატარეთ ორი გამზირის განახლება – მელიქიშვილი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მალე იქნება დამთავრებული. ასევე ქეთევან დედოფლის გამზირი და მომავალ წელს ვგეგმავთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლებას, რომელიც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია სატრანსპორტო მიმართულებით. გარდა ამისა, ბევრჯერ ვისაუბრე იმაზე, რომ დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ სამუშაოებს ერთად ვერ ვიწყებთ, რადგან გარკვეული პრობლემები იქმნება დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close