Sliderეკონომიკა

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 226.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (34.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 10 680.6 მლნ. აშშ დოლარი (33.2 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6 134.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close