მსოფლიო

დედამაც ვერ გააერთიანა – პრინცესა დიანას მონუმენტის გახსნაზე უილიამი და ჰარი ცალ-ცალკე იქნებიან

პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა. ილუზია, რომ ძმები უთანხმოებას დაივიწყებდნენ და კვლავ მოსიყვარულე დედმამიშვილებად იქცეოდნენ, საბოლოოდ გაქარწყლდა. სამეფო ოჯახის გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ პრინცესა დიანას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ძმებს შერიგებისკენ უბიძგებდა, თუმცა ახლახან ორივე პრინცმა დაბეჯითებით მოითხოვა, რომ დედის საპატივსაცემო მონუმენტის გახსნაზე ცალ-ცალკე გამოვლენ სიტყვით და არანაირი ერთობრივი აქტივობა არ ექნებათ.
შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს პრინცესა დიანას 60 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღის აღნიშვნა სამეფო ოჯახმა დიდი ხნის წინ დაგეგმა. უინძორები შეთანხმდნენ, რომ კენსინგტონის სასახლის ეზოში გარდაცვლილი პრინცესას მონუმენტი

აღიმართებოდა. ამ პროექტის ინიციატორები პრინცესას ვაჟები, 38 წლის პრინცი უილიამი და 36 წლის პრინცი ჰარი იყვნენ.

ვინაიდან მონუმენტის შექმნის პროექტს ძმები ერთსულოვნად ჩაუდგნენ სათავეში, სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ ეს საერთო საქმე უილიამს და ჰარის დააახლოვებდა და უთანხმოების გადალახვაშიც დაეხმარებოდა. თუმცა ფაქტია, შერიგება არ იქნება.
იგეგმებოდა, რომ ძმები ერთად გახსნიდნენ მონუმენტს და გარდაცვლილი დედის საპატივსაცემო სიტყვასაც გვერდიგვერდ მდგარნი წარმოთქვამდნენ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ორივე პრინცმა დაბეჯიდებით მოითხოვა ცალ-ცალკე გამოსვლა. ახლა ცერემონიის ორგანიზატორები ცდილობენ ისე გადააწყონ სცენარი, რომ ძმებს მინიმალური დოზით ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხება.
„მათ ერთად დაუკვეთეს ეს მონუმენტი, ორივესთვის მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა იმის იმედი,

რომ ეს მოვლენა მათ გააერთიანებდა, თანდათან ქრება. მათი სხეულის ენა ამბობს, რომ მათ შორის კვლავ დაძაბულობაა და ერთად ჯერ-ჯერობით არაფერი გამოუვათ“ – აცხადებს სამეფო ეტიკეტის ექსპერტი.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close