საზოგადოება

„გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით რეგიონში მოწინავე პოზიციაზე ვართ“ – ნანა გეგეჭკორი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

„სამწუხაროა, რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა საქართველო გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით. კარდიოლოგიაში იმდენი შესაძლებლობაა დღეს, ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა და ნორმალური ცხოვრების პირობებში დაბრუნებაა შესაძლებელი ამ დარგის სწორად განვითარების პირობებში. საქართველოში, საბედნიეროდ გვყავს საკმარისი უნიჭიერესი კარდიოლოგი, არაჩვეულებრივი განათლებით, უცხოურით თუ ქართულით, მართლა მაღალი კვალიფიკაცით, მაგრამ არ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა ისე მოწყობილი, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოიყენონ და სათანადოდ მიწვდნენ ყველას ვისაც დახმარება სჭირდება. ორი ათეული წელია საქართველოში არ ვცხოვრობ და შესაბამისად ბევრს არ ვიცნობ ამ სფეროში, მაგრამ დანამდვილებით ვიცი არიან საკმარისად კარდიოლოგები ვისაც, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს, უპირობოდ ვანდობ და დარწმუნებული ვარ, იგივე დახმარებას გაუწევენ რასაც აქ შევძლებდი, ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობებით. Giorgi Papiashvili, Mamuka Kobalava და კიდევ რამდენიმე არაჩვეულებრივი ექიმის (არ არიან ფბზე აქტიურად და ვერ ვთაგავ) იმედად მყავს დედა, ოკეანის გაღმა.
იმედია, ოდესმე ასეთი პროფესიონალები იქნებიან ლიდერები ჯანდაცვის სფეროში და აღარ დაგვეღუპება ამდენი ადამიანი როცა მათი გადარჩენა მართლა შესაძლებელია“ – წერს ნანა გეგეჭკორი.
შეიძლება იყოს ტექსტი, რომელიც შეიცავს '18:42 Instagram americancollegeofcardiology CENTRAL ILLUSTRATION: Crude Cardiovascular Disease Mortality Rates Asian Countries, Region WesAsia Azerbaijan CentralAsi Turkmenistan Cyprus Turkey Kyrgyzstan Palestine Israel SouthernAsia Bangladesh Afghanistan EasternAsia 800 South-EasternAsia Myanmar Mongolia Republic Zhao, Cardiol Asia. 2021;1(1):1-13 116 likes americancollegeofcardiology The number of people dying from cardiovascular disease in Asia is increasing rapidlv. with'-(ი)ს გამოსახულება
Georgia is number 1 in Cardiovascular mortality in Asia??? after “Healthcare reform” and billions spent
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close