Slider

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.  ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა ჟენევაში შეხვედრის შეთავაზებისათვის. „მე ვიცი, რომ ეს გრძელი მოგზაურობა და დიდი სამუშაო იყო“  – აღნიშნა მან.

„როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერი პირისპირ შეხვედრა სასარგებლო შეხვედრაა”, – უპასუხა ბაიდენმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში ბევრი საკითხი უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს. მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. ამერიკის პრეზიდენტი დათანახმა, რომ ქვეყნებს სურთ განსაზღვრონ, რა საკითხებში არიან მზად თანამშრომლობისთვის.

დაგეგმილია, რომ მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, სტრატეგიული სტაბილურობისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხებს, ასევე თანამშრომლობას COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close