საზოგადოება

გორის ჰოსპიტალთან ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა – სააკაშვილი

არ მინდა, ვინმემ თავის თავზე მიიღოს, თუ ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, სადაც მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე განიხილება, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ჰოსპიტალის შენობასთან მცხოვრები ძაღლები გაიხსენა. ესქპრეზიდენტით თქმით, ერთ-ერთი ძაღლი მისგან გასული მნახველებისა და მისი ხმის „ჩახშობას“ ცდილობდა.

„მე არ ვიცი, რამ გამახსენა, მაგრამ, რატომღაც გამახსენდა… არავის არ ვგულისხმობ… გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაც გავიდოდა და განცხადებას აკეთებდა, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი განცხადებას იწყებდნენ, ის ყეფას იწყებდა. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ ამის საშუალება არ მიეცა. როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს თავის ცხოვრებაში. არ მინდა, ვინმემ თავის თავზე მიიღოს, თუ ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close