საზოგადოება

გოგი წულაია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს. მეუღლის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. პოლიტიკოსს გულის შეტევა ადრეც აქვს გადატანილი და ხშირადუთქვამს – ,,უგულო უნდა იყო, გული რომ არ გეტკინოსო.”

გოგი წულაია კლინიკა „ელჯი“-ში იმყოფება, ჯერჯერობით მედიკოსებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close