სამართალი

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შელაპარაკებას ორი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა

ცოტა ხნის წინ, საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე, ნეიტრალურ ზონაში ორმაგი მკვლელობა მოხდა.

რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებიც სატვირთო ავტომობილების მძღოლები იყვნენ, შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა და მოკლა.

ფაქტს, გარდაცვლილის შვილიც შეესწრო, რომელმაც საქართველოს მოქალაქე სატვირთო მძღოლს ცივი იარაღით ასევე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. უწყებაში განგვიმარტეს, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია რუსეთის ერთი მოქალაქე.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close