საზოგადოება

გოგაშვილი რასაც ამბობს, მართალია. დიახ, პატრიარქი აიძულეს – ანდრია სარია

ანდრია სარიამ მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, პატრიარქს მოსაყდრის დანიშვნა სწორედ რუსეთმა აიძულა.

“ვინაიდან მოსაყდრეობა პირდაპირპროპორციულად ნიშნავს, რომ თუ ნიშნავ მოსაყდრეს, შენ უნდა გადადგე. ვინაიდან პატრიარქის გადადგომა არ მოჰყვა, ეს ნაბიჯი იყო იძულება. რუსეთმა აიძულა პატრიარქს და ილარიონ ალფაევი იყო იმ პერიოდში ჩამოსული. ამას მოჰყვა შემდგომში მოსაყდრის დანიშვნა. გოგაშვილი რასაც ამბობს, მართალია. თუმცა გოგაშვილს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ის ისაუბრებს იმ სიმახინჯეებზე, რაც ხდებოდა თუნდაც მისი უშუალო მონაწილეობით, ეს იქნება ბევრად კარგი. ამ შემთხვევაში, რუსეთს ჰყავს ახალი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტისთვის”, – თქვა მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარიამ.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგი განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ორი პიროვნება: რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ-ეს-ბეს გავლენის აგენტები, რომლებსაც “აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close