სამართალი

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. თავად რურუა  ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას  იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close