პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ირაკლი კობახიძეს შეუძლია დღისით, მზისით, გამოვიდეს და ტყუილი დააბრალოს ოპონენტებს. კიდევ ვეუბნები, ბატონ კობახიძეს, თუ მართალი ხარ და არ იტყუები, თუ გაქვს ძალა და გგონია, რომ სიმართლეს ამბობ, ერთი-ერთზე დავჯდეთ დებატებზე და გავარჩიოთ ყველა საკითხი.

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ის ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რადიკალური ოპოზიციიდან, ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებისგან“ იმ პოლიტიკოსების სახელების და გვარების დასახელებას მოითხოვს, ვინც ევროპაში დადიან და ითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.

„მაშინ დაასახელოს სახელები გვარები. მე შემიძლია ვთქვა ის სახელები და გვარები, რომლებიც ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკაზეა პასუხისმგებელი: კობახიძე, მდინარაძე, ღარიბაშვილი. შემიძლია ციტატები მოვიყვანო და გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება და ყველა არგუმენტს ქმნის საქართველოს საწინააღმდეგოდ ევროკავშირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მითხრან მე პოლიტიკოსი, რომელიც დადის და ამბობს, რომ „არ მისცეთ საქართველოს ევროკავშირის სტატუსი“, მოვთხოვ პასუხს იმ პოლიტიკოსს. ასეთს ვერ იტყვიან, ესეც ტყუილია, როგორც ახასიათებთ ტყუილები. თუ არ ამბობენ, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადოს, მეც უნდა მომიხადოს ბოდიში. როდესაც ოპოზიციაზე ლაპარაკობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას გულისხმობს. ბოდიში მომიხადოს კობახიძემ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალურს დაუხვედრებ წინ თუ არარადიკალურს, მე მომიხადოს ბოდიში. ნებისმიერ მოქალაქეს, პოლიტიკოსს, რომელსაც საკუთარი სამშობლო უყვარს, ამ ნაბიჯს არ გადადგამს. კატეგორიულად მოვითხოვ სახელის და გვარების დასახელებას. არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა, მაშინ არსებობენ პერსონები, ვინც ამას აკეთებენ, გვითხრან, ვინ იყო ასეთი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით: „ირაკლი კობახიძეს შეუძლია დღისით, მზისით, გამოვიდეს და ტყუილი დააბრალოს ოპონენტებს. მე მისგან მოვითხოვ მტკიცებულებებს, ან კონკრეტულ ფაქტებს ან ბოდიშს, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლებისგან მოვითხოვე, მერე რომ არ შემომიტრიალონ. პირდაპირი ჩართვა, რომ მქონდა უკრაინულ არხზე, მე ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავიცავი და ვუთხარი, „არა, მეგობრებო, საქართველო ომში არ ჩაერთვება. საქართველოში იქნება მშვიდობა, მაგრამ ამ მშვიდობისთვის შეიძლება განსხვავებული აზრები გვაქვს. კიდევ ვეუბნები, ბატონ კობახიძეს, თუ მართალი ხარ და არ იტყუები, თუ გაქვს ძალა და გგონია, რომ სიმართლეს ამბობ, ერთი-ერთზე დავჯდეთ დებატებზე და გავარჩიოთ ყველა საკითხი”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close