საზოგადოება

„გვარები დადეთ, ოჯახები გაასაჯაროეთ.. სათითაოდ გამოფინეთ ეგ სადისტი არაკაცები , მაგათ გამზრდელ მამებს უნდა აგინოს მთელმა საქართველომ!!!“

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოქვეყნებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება:

„მე კიდევ , თვალებიდან არ ამომდის მანქანებიდან გადმომხტარი გორილები “რკინებით”…. რამდენჯერმე რომ მიუბრუნდნენ გასალახად სუსტებს და წაქცეულებს (?!) რა არ მინახავს ცხოვრებაში, თუ კი ვინმე ჩემი თაობის ლეგენდა იყო და არის , ყველა ჩემი უახლოესია , ისეთებიც , ვისაც უბედური შემთხვევის გამო შემოკვდომიათ , თუ გარკევულ მიზეზთა გამო მოუკლავთ კიდეც და მე არ გამიმტყუნებია ( ეს რომ ჩემი ცოდვაა , ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები, ყველაფერი ყოფილა არგამტყუნებას და გამართლებას შორის დიდი განსხვავებაა კიდევ, ესეც ცალკე თემაა, მოკლედ , რამდენი ჩხუბი მინახავს და ასეთი უნამუსობა (ჩხუბსაც ვერ ვარქმევ) პირველად ვნახე.. გორილები მოდიოდნენ, გადმოდიოდნენ და უკვე გალახულებს და -გაქცეულ- წაქცეულებს კიდევ ურტყამდნენ?! ეს არაკაცები ! დანალი ღობე ნახეს , მათზე უმცროსი შეშინებული ბიჭები და ყურის აწევას კი არ დასჯერდნენ, ბოდიში კი არ მოახდევინეს… სდიეს და ურტყეს, წავიდნენ, მოვიდნენ ისევ სდიეს და ურტყეს ამ უსინდისო არაკაცებმა! ჰო არაკაცებმა, აბა კაცი სუსტზე მორევით არ უმტკიცებს თავის თავს , არც სხვას “სიძლიერეს”… აი, ვინც მანქანებიდან გადმოდიოდა და მათ შორის გამშველებელი ვერ დავინახე… ამ არაადამიანებიდან რატომ გადააქვს ტელევიზიებს ყურადღება, მითხარით ერთი და ვინც აყოლილები ხართ, არ გრცხვენიათ?!
არაფხიზელი ლაწირაკების ცეკვებია გასარჩევი, თუ ეს ზომბები ვინ იყვნენ, ვისი შვილები არიან, კონკრეტულად ვინ დაურეკათ, სად და როგორ შეიკრიბა ამდენი ნაბიჭვარი ერთად, მათ შორის ერთი ნორმალური რომ არ აღმოჩნდა, გაჩერდით, გეყოფათ, ბავშვები არიან, გაილახნენ და ეყოფათ რომ ეთქვა , ერთი გამშველებელი და გამჩერებელი როგორ არ აღმოჩნდა ამდენ ღორიშვილში?! წიწილებივით სდიეს შეშინებულ ბიჭებს ?!!..
ეს უნდა იყოს საინტერესო, მეორე დღეს სად იყვნენ, ან მესამე დღეს … გვარები დადეთ, ოჯახები გაასაჯაროეთ, ვის რომელი მუხლი აქვს მიყენებული, რამდენად სამართლიანად, ეს ვთქვათ!!! და მერე გამოჩნდება თუ ვინმე კიდევ დასამატებელია.. რა დროს ანა და ფოტოგრაფია, ან არაფხიზელი უპასუხისმგებლო ლაწირაკების ცეკვებიაა???
ვინ ცხოველები დასდევდნენ ამ ბავშვებს , ამათზე რატომ არ ლაპარაკობთ, ??? ან ამდენი როგორ ურტყეს , ფაქტია, ხელს არ უბრუნებდა, ამ არაკაცებმა!!!! გვარები დადეთ , ვინ შეყვა სიბნელეში , სიკვდილამდე რომ მიიყვანეს ეს ანგელოზივით ბიჭი ?!!! ჟ-ურნალისტებო , რა სისულელეებზე გადაგაქვთ ხალხის ყურადღება ? ნამუსი გააქვთ საერთოდ? ვის ადებილებთ, რატომ აფარებთ ხელს თავდამსხმელებს ? სათითაოდ გამოფინეთ ეგ სადისტი არაკაცები , მაგათ გამზრდელ მამებს უნდა აგინოს მთელმა საქართველომ!!!“ – წერს მანჩო გიორგობიანი.

.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close