საზოგადოება

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ ცხრა აბიტურიენტზე დაკვირვება მიმდინარეობს

კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ ცხრა აბიტურიენტზე დაკვირვება მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ღონისძიებები უკვე გატარებულია, ინფექციის გავრცელების პრენევაცია მოხდეს და აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან ერთად წერდა გამოცდას, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები.

„გუშინ რეგიონში ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი. დავიწყეთ კონტაქტების მოძიება და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს, ერთ-ერთ ახალგაზრდას გოგონას, რომელიც 7 ივლისს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე იყო გასული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის, ხოლო დანარჩენ ცხრა აბიტურინეტზე, როლებიც გამოცდის დროს ამ გოგონასთან ერთად იმყოფებოდნენ ოთახში, ტარდება შესაბამისი შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close