მსოფლიო

გერმანიაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიაში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 57 წლის მამაკაცი – დევიდ ს. პოტსდამში აიყვანეს. მის საცხოვრებელ ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თანხის სანაცვლოდ დოკუმენტები გადასცა რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს. ის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომელია.

საქმეზე გერმანელმა და ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close