სამართალი

გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

სროლა იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში. ჯერჯერობით უცნობმა პირებმა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ავტომობილში იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია. მთავარი ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა სკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close