პოლიტიკა

გა­მიფრ­თხი­ლე­ბი­ხართ, ამო­გაძ­რობთ ენას, და­გა­დუ­მებთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ! – ვის მიმართავს ნინო ბურჯანაძე?

გა­მიფრ­თხი­ლე­ბი­ხართ, ენა გა­ა­ჩუ­მეთ! პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­გაძ­რობთ ენას, არა­პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ცხა­დია, და­გა­დუ­მებთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ! – ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ­ლე­ბიც მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, 26 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ახ­სე­ნე­ბენ.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ გან­მარ­ტა, მას არას­დროს უღა­ლა­ტია სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის, მათ შო­რის 26 მა­ისს.

„არას­დროს მი­ვაჭ­რია, არას­დროს ფულ­ზე არ გა­მი­ყი­დია ჩემი და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. არას­დროს მი­ღა­ლა­ტია ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის, მათ შო­რის 26 მა­ისს იმი­ტომ, რომ ხალ­ხის მო­თხოვ­ნა იყო, ბო­ლომ­დე ვმდგა­რი­ყა­ვით და ბო­ლომ­დე ვი­დე­ქი. არას­დროს ვა­პი­რებ ვი­ვაჭ­რო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბით, ვი­საც ჩემი სჯე­რა. ნუ მო­მა­ყო­ლებთ ჩემს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ან სა­ო­პო­ზი­ციო კა­ბი­ნეტ­ში ვინ, რამ­დენს, ვის­გან ითხოვ­და. ვინ რო­გორ ვაჭ­რობ­და, ვინ, რა თან­ხებ­ზე სა­უბ­რობ­და და ვინ, რაში ყიდ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­თა გუ­ლის აჩუ­ყე­ბას ახლა ცდი­ლო­ბენ. გა­მიფრ­თხი­ლე­ბი­ხართ, ენა გა­ჩუ­მეთ! პო­ლი­ტი­კუ­რად ამო­გაძ­რობთ ენას, არა­პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ცხა­დია, და­გა­დუ­მებთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ!“, – გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close