პოლიტიკა

„შერიგების ნაცვლად, სკანდალი მოაწყო“- ლიეტუვის გამოცემა ჟიგიმანტას პავილიონისის შესახებ წერს

ლიეტუვის გამოცემა „დელფი“ («Delfi») სათაურით „საქართველოში დეპუტატმა ჟიგიმანტას პავილიონისმა, შერიგების ნაცვლად, სკანდალი მოაწყო“, აქვეყნებს პუბლიკაციას ლიეტუველი დეპუტატის თბილისში ყოფნის შესახებ.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.

„როგორც ცნობილია, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) გამგეობის დავალებით, საქართველოში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელსაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის კონფლიქტში შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ჟიგიმანტას პავილიონისი ოპოზიციიას ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებისათვის [საქართველოს ხელისუფლებას] სანქციებით დაემუქრა. ამის საპასუხოდ ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუველი პარლამენტარის განცხადება შეურაცხმყოფლად და დაუშვებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ მისი მუქარები არაფერს არ ნიშნავს.

თვითონ ჟიგიმანტას პავილიონისმა თქვა, რომ თბილისში ვიზიტის დროს მან შეძლო ოპოზიციური ძალების ქუჩაში გამოსვლისა და შესაძლებელი უწესრიგობების თავიდან აცილება. ამასთან, მან აღიარა, რომ მისი რიტორიკა საქართველოში ყოფნის დროს შეიძლებოდა ცოტა სხვანაირი ყოფილიყო

„შესაძლოა ზოგიერთი ჩემი როგორც დეპუტატის გამონათქვამი, დიპლომატიური მართლაც არ იყო. სხვათა შორის, მე იმიტომ წავედი დიპლომატიური სამსახურიდან, რომ არადიპლომატიურად, პოლიტიკურ ენაზე მელაპარაკა. მე სწორედ პოლიტიკურ ლიდერებს შევხვდი, დიპლომატი კი თავის თავს ამის უფლებას არ მისცემს. მე ვთქვი: გთხოვთ მოიქეცით და იმოქმედეთ წესების მიხედვით. მმართველ პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ძალიან რთული იყო, არ მინდა შინაარსი გავამჟღავნო, ვაითუ ყველაფერი ჩაიშალოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი თავიანთ პოზიციას გადასინჯავენ“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა ტელეკომპანია LNK-ის («Laisvas ir nepriklausomas kanalas») ეთერში.

ამ საკითხზე ისაუბრა ყოფილმა ელჩმაც მეჩის ლაურინკუსმა. მისი თქმით, შუამავლობისა და შერიგების ნაცვლად თბილისში მივლენილმა ლიეტუველმა დეპუტატმა თავისი განცხადებებით სკანდალი გამოიწვია, რომლის გამოსწორება ახლა ქვეყნის პრეზიდენტს მოუწევს. მეჩის ლაურინკუსმა აღნიშნა, რომ ის, რაც ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში თქვა, საერთოდ არ იყო სათქმელი:

„რა თქმა უნდა, ამის გაკეთება საჭირო არ იყო. როცა სხვა ქვეყანაში მიდიხარ და იქ ოპოზიციას მხარს უჭერ, ხელისუფლებასთან მიმართებით რაღაც გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა იქ გამარჯვებულსა და წაგებულს შორის, მაგრამ როცა ქვეყანაში მიდიხარ, ეს არ არის ოპოზიციასთან ოფიციალური ვიზიტი“, – ხაზი გაუსვა მეჩის ლაურინკუსმა.

წყარო: spnews.io

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close