საზოგადოება

გაიცანით სვანი გოგონა, 19 წლის მაგდა ჩანქსელიანი

მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ სვანი გოგონა , 19 წლის მაგდა ჩანქსელიანი , რომელიც წერს ლექსებს . ჯერ არსად გამოუქვეყნებია თავისი შემოქმედება . გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს – წერს ფეისბუქზე სოფია ქურასბედიანი და აქვეყნებს მაგდა ჩანქსელიანის ერთ ლექსს.
****
წვიმდა, უაზროდ ტორტმანებდა სხეული თქეშში,
ნოემბრის ოცი შეშლილივით ითვლიდა წამებს ,
ხელები თრთოდა სიმარტოვის ცივ მარწუხებში
და ალბათ იმ დღეს ბედისწერაც ებრძოდა ქარებს .
ღამემ კაბადონს კვლავ წარსტაცა მთვარის სილურჯე,
ხეთა რიგებში დამალულა ნისლი ვაებით ,
რომ ვეღარ ვუძლებ ისეთია შენგან სიშორე,
ლამპიონები დაზაფრულან ბნელში ზმანებით …
და ახლაც ცივა, როგორც იმ დღეს ,იმ თეთრ ღამეში ,
თოვლი ნაფერებ იამსამნებს უცქერდა გზიდან ,
შენ ალბათ უკვე აღარც გახსოვს იმათი ფერი ,
მალე დეკემბრის ფიფქი მოთოვს ლურჯთვალა ციდან
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close