საზოგადოება

საპატრიარქოში კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც საპატრიარქოს თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტირებას ეხება.

საპატრიარქოს ინფორმაციით,  საპატრიარქოს თანამშრომლებისთვის ჩატარებული PCR ტესტირების პასუხები ნეგატიურია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.

გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდატექტირება ჩაუტარდა პატრიარქის გარემოცვაში მყოფ პირებს. ხოლო, ამ ეტაპზე პატრიარქისთვს ტესტირების ჩატარება არ განიხილება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close