საზოგადოება

“გადაწყვეტილების მოტივაცია ყველა შემთხვევაში იქნება შიში, ოღონდ გააჩნია რისი მიმართულებით შიში” – სასამართლო ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენს დღეს გამოიტანს

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას"

ნებისმიერი გადაწყვეტილება “ოცნებისთვის” იქნება წამგებიანი თამაში –  ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, როგორი განაჩენიც არ უნდა დადგეს, მოტივაცია იქნება შიში.

“გადაწყვეტილების მოტივაცია ყველა შემთხვევაში იქნება შიში. ოღონდ გააჩნია რისი მიმართულებით შიში. გამართლება იქნება შიში, სანქციების, დასავლეთის ა.შ აი ამ გაღრმავების, კიდევ უფრო ამ პრობლემის დაკავება იქნება შიში, საკუთარი “შავრაზმული” ელექტორატის წინაშე და ამას არასდროს კარგისკენ არ მიუყვანია არავინ, თუმცა დაკავება იქნება რაღაც თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯი რუსეთისკენ. თუ რამე არგუმენტი მეტყველებს ხვალ დაკავების სასარგებლოდ ეს არის სწორედაც, რომ რუსეთისკენ სავალი გზის დამოკლება კიდევ უფრო მეტად. იმიტომ, რომ გასაგებია რომ შეუმჩნეველი დარჩეს, მე რომ ვარ იმიტომ კი არა, რომ ნებისმიერი თქვენგანი, რომ იყოს ამ ვითარებაში ეს იქნება ერთადერთი ის ნაბიჯი, რომ შემდეგი ჩვენი შეფასება იქნება ავტოკრატიული რეჟიმი, 60-დან 69-ზე რომ ჩამოვედით ჩავალთ 120-ე ადგილზე მედიათავისუფლებით. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ასე ვთქვათ ერთადერთ გასაძრომ ხვრელად “ქართული ოცნება” იტოვებს რუსეთისკენ მიმავალ გზას”, – ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს “რუსთავი 2”-ის საქმეზე დღეს გამოაცხადებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close