საზოგადოება

ამ გიჟ თავებში რა მოიხარშება კაცმა არ იცის – უგულავა გვარამიას მიმართ სასამართლო პროცესის შესახებ

მაინც მგონია, რომ პრაგმატიზმი ოდნავ მაინც გაიღვიძებს, მაგრამ ამ გიჟ თავებში რა მოიხარშება კაცმა არ იცის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

უგულავას თქმით, ასეთ დროს პროგნოზის კეთება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე შეფასება.

„იმედი მინდა დავიტოვო არა კეთილგონიერების, არამედ ელემენტარული პრაგმატიზმის. ახლა წარმოუდგენელია ნიკა გვარამიას დაჭერა იმ საქმეზე, რომელიც საქმეც არ არის, არამედ არის ბოდვა და შეთითხნილი ზღაპარი, თანაც ისეთი დაბალი სტანდარტით, რომ ამ წლებში არცერთი ასეთი საქმე არ ყოფილა“, – განაცხადა უგულავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close