პოლიტიკა

ბოიკოტი დასრულებულია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

პოლიტიკოსების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. ისინი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხზე კონსულტაციებს მმართველ გუნდთან გამართავენ. ცნობილია, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ყველა ოპოზიციური ძალა იქნება წარმოდგენილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close