საზოგადოება

„17 წლის მოგკლეს და შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე!“ – თამარ თორაძე

1992 წელს თბილისში ბანდიტურად დახოცილი თორაძეების ოჯახის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას მოსალოდნელ შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„შენი დაბადების დღეა ჩემო საყვარელო!
არ ვიცი რატომ, მაგრამ მამას უთქვამს ეს იქნება ოჯახის იმედი და მოდი, იმედო დავარქვათო!
ჩემო იმედო! რანაირად ხდება რომ შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე ისე, რომ არც დასჯილა იმისთვის რომ მოგკლა!
მაპატიე ჩემო საყვარელო ძმაო ასეთი უსამართლობის წინაშე უძლურია შენი პატარა და!
ქედს ვიხრი შენ და მთელი ოჯახის წინაშე და ვაღიარებ რომ ლაჩარი ვარ!
აქამდე რომ მოვიყვანე ზარალა რურუა სულაბერიძე ტილიკა და სხვა მრავალი! (გოგა ზამთარაძე „შნირიც“ გარეთ გდია)
და მაინც ჩემო ძვირფასო იმედო მაქვს შენი იმედი რომ ამ უსამართლობას ზემოდან დაჰყურებ და უკეთესი გეგმა გაქვს ჩემი გულის გასახარებლად და დედამიწის ამოსასუნთქად!
დამეხმარე გხთოვ! დავასრულოთ ეს ბოროტები ზემოთ ჩამოთვლილი და არ ჩამოთვლილი!
ღმერთს თხოვე, შენ დაბადების დღეზე საჩუქრად ბოროტების დასრულება, გთხოვ! გილოცავ უკარგესო ადამიანო.
17 წლის მოგკლეს ზარალამ და რურუამ, მაგრამ არაუშავს შენი სახელი მაინც ვერ მოკლეს და შენ მარადიული სიცოცხლე გეჩუქა“,- წერს თამარ თორაძე.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close