პოლიტიკა

ბიჭვინთის აგარაკები და 186 ჰექტარი მიწა ნახევარი საუკუნით მფლობელობაში გადაეცემა რუსეთს – აქუბარდია

მისი რატიფიცირების მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი პროექტიც. ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება, რამდენადაც, რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ამ ვიზიტით დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კანონი „ოკუპაციის შესახებ“.

რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რისი მორიგი დემონსტრირებაც იყო 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი ემსახურება, მათ შორის ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე ბიჭვინთის ანექსიის მიზნით.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ.

„ეს ვიზიტი ემსახურება, მათ შორის ზეწოლის გაძლიერებას აფხაზურ საზოგადოებაზე ბიჭვინთის ანექსიის მიზნით. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 19 იანვარს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება, რითაც ბიჭვინთის აგარაკები და 186 ჰექტარი მიწა ნახევარი საუკუნით მფლობელობაში გადაეცემა რუსეთს. მისი რატიფიცირების მიზნით დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება შესაბამისი პროექტიც. ამ ვითარებაში აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება, რამდენადაც, რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ამ ვიზიტით დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კანონი „ოკუპაციის შესახებ“. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ, რაც დეპუტატების და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close