პოლიტიკა

ჩემი მილიონი პრობლემა მაქვს და “ნაციონალური მოძრაობის” კულისებში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს – ჯაფარიძე

ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გავიგო, ვის ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათ შორის თუნდაც ერთობაზე, ერთიან კოორდინაციაზე და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, გულშემატკივრობს, რომ მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა.

„წარმოდგენა არ მაქვს, მელია რაზე ლაპარაკობს და ვინმე თუ ​გამოსაჩენია, გამოჩნდეს, ერთმანეთში თუ რამეა სალაპარაკო, დაილაპარაკონ და გაარკვიონ. რასაც ვგულშემატკივრობ არის, რომ მალე დასრულდეს ეგ გაუგებრობა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს ის არის, რომ ჩემთვის გასაგები იყოს, ვის უნდა ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათ შორის თუნდაც იგივე ერთობაზე, ერთიან კოორდინაციაზე და ასე შემდეგ. დანარჩენი, შიდა, მართლა არ ვიცი, ჩემი მილიონი პრობლემა მაქვს და იქ, კულისებში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები ოპოზიციაზე თუ იქონიებს გავლენას, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა:

„მგონი, მაგას ისედაც აქვს გავლენა. ნებისმიერი ეგეთი ამბავი, რომელიც გამოდის შემდეგ გარეთ, ისედაც აჩენს გაუგებრობის განცდას. მგონია, ოპოზიციის ერთობასთან ახლა ეგეც არის, გარედან ჩანს, რომ დაქსაქსულობაა. მით უმეტეს, როდესაც მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიგნით ეგეთი ამბავია, შეუძლებელია, პოზიტიურად მოქმედებდეს რამეზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close