მსოფლიო

ბელორუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფა პატიმრობით დაისჯება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით დაისჯება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კრიმინალურ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ასევე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება დეზინფორმაციის გავრცელება.

ცნობისთვის, ევროკავშირი 23 მაისს ბლოგერ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის მთავრობისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close