პოლიტიკა

ბატონო ირაკლი, პირველსავე ნაღმზე აფეთქდით – მანჯგალაძე

„ბატონო ირაკლი, ჩვენ გისმენდით 2 საათი და მართლა ვერ გავიგეთ, რისი თქმა გინდოდათ საბოლოო ჯამში, არა იმიტომ, რომ ყურადღებით არ გისმენდით, არამედ ეტყობა სერიოზული პრობლემაა. მე დაგისვით კითხვა, ვისი პრემიერ-მინისტრი ხართ ივანიშვილის თუ საქართველოს და თქვენ ვერ ჩააბარეთ ელემენტარული ტესტი. 100 ათასი ადამიანი, რომელიც იყო გამოსული ევროპის იდეის მოთხოვნით და თქვენმა წარმომადგენელმა, გამგებელმა “ჩიტი” უწოდა ამ ხალხს, ბოდიში არ მოუხდია არავის ამის გამო, მაგრამ როცა ვაშაძემ ივანიშვილი ახსენა, როგორც ოლიგარქი, კბილებით იცავდით ივანიშვილს. ძალიან მარტივი ტესტია, ვერ ჩააბარეთ ბატონო ირაკლი ტესტი, ვერც კეთილსინდისიერების ვერც გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსის იმიტომ, რომ პირველსავე ნაღმზე აფეთქდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close