პოლიტიკა

რატომ არ ახსენეთ თქვენი საყვარელი თეზისები, „ვაქცინა არ მუშაობს“, „სანქცია არ მუშაობს“ – გოცირიძე ღარიბაშვილს

„ბატონო ირაკლი, თქვენ არც თუ ისე პატარა ბრძანდებით, რომ არ იცოდეთ ვინ იყო ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი. იცით, ბრეჟნევმა როცა მოისმინა ჩვენი საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ სიმღერები, განაცხადა, რომ „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და არ იქნება ომი“. ბატონო ირაკლი, აჩვენეთ თქვენი გამოსვლა მსოფლიოს და ევროკავშირში კი არა, სადაც ვართ ყველა ორგანიზაციიდან კინწისკვრით გამოგვაგდებენ. და კიდევ ერთი, გამოგრჩათ და რატომ არ ახსენეთ თქვენს გამოსვლაში თქვენი საყვარელი თეზისები, „ვაქცინა არ მუშაობს“, „სანქცია არ მუშაობს“. გთხოვთ, მოგვიყვეთ როგორ არ მუშაობს სანქცია და როგორ არ მუშაობს ვაქცინა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close