სამართალი

ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

“საქართველოს ბანკში” შეჭრაში ერთადერთი ეჭვმიტანელი ბადრი ესებუას სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. გრიგოლიში ჩხრეკას ბადრი ესებუას ოჯახის წევრები ესწრებიან.

პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით სახლიდან ოდნავ შორს გადაინაცვლონ.

სახლთან რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, როგორც შსს-დან, ასევე საპატრულო პოლიციიდან. 21 ოქტომბრის ყაჩაღობის ერთადერთ ეჭვმიტანელია.

“კურიერის” ინფორმაციით, ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩაზეც მოხდა ჩხრეკა, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ სახლში ორი პირი დააკავეს და აქედან ერთ-ერთი ბადრი ესებუაა.

„რუსთავი 2“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close