მსოფლიო

აჯანყება უნდა ჩაიხშოს! ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები უკვე გავიდნენ დაძაბულობის ზონისკენ – კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

კადიროვმა მოვლენებს ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა.

კადიროვმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში პუტინის მხედართმთავრული შესაძლებლობები აქო. მისი აზრით, პუტინი ყველა სამხედრო მეთაურზე “და მით უმეტეს ბიზნესმენზე” უკეთ იცის ბრძოლის ველის ყველა წვრილმანი.

კადიროვი ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებსა და დაპირებებს არ აყვნენ. მისი თქმით საჭიროა პუტინის გარშემო გაერთიანება.

კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩნეთიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის დანაყოფები უკვე დაიძრნენ დაძაბულობის ზონის მიმართულებით.

“ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები უკვე გავიდნენ დაძაბულობის ზონისკენ. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ რუსეთის ერთობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა. აჯანყება უნდა ჩაიხშოს და თუ ამისთვის საჭიროა ხისტი ზომები, მაშინ ჩვენ მზად ვართ”. – წერს კადიროვი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close