პოლიტიკა

„ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში“ – სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ყოველდღიური აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ექსპრეზიდენტის წერილი საპატიმროდან მისმა უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ გამოიტანა.  წერილის შინაარსი მედიას სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

“თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი.

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული,”- წერს სააკაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close