პოლიტიკა

„მე სრულად ჯანმრთელი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“ – გიგი უგულავა „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს

მე სრულად ჯანმრთელი ვარ, ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა, – ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს.

„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, რომლებსაც მხოლოდ „გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.

და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- აღნიშნავს უგულავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close