სამართალი

„ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ“ – ლაგოდეხიდან გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო ნაპოვნია.

არასრულწლოვანი და მისი გამტაცებელი 21 წლის მამაკაცი აფენის პოლიციაში იმყოფებიან და სამართალდამცავების კითხვებს პასუხობენ.

გოგოს ოჯახის წევრები გამტაცებლის კანონით დასჯას მოითხოვენ.
გამტაცებლის მამა კი ამბობს, მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და მათ მოუწოდეს პოლიციაში ჩაბარება, გატაცების შესახებ კი მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.

გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი რამდენიმე პირმა გაიტაცა.

ოჯახმა ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შვილი სახლში არ დაბრუნდა. გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close