მსოფლიო

აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი “რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი „რემ­დე­სი­ვი­რი” ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ში აცხა­დე­ბენ, „რემ­დე­სი­ვირ­ზე“ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კლი­ნი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პრე­პა­რატ­მა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო დრო ხუთი დღით შე­ამ­ცი­რა.

„პრე­პა­რა­ტი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია კო­ვიდ 19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ 12 წლი­სა და მეტი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა წონა სულ მცი­რე 40 კი­ლოგ­რა­მია და რომ­ლე­ბიც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ,” – აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი.

აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „რემ­დე­სი­ვე­რის” დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კურ ცდებს ეფუძ­ნე­ბა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close