სამართალი

აფრასიძეების ოჯახი სვანეთის სპეცოპერაციის საქმეზე კონკრეტული პირების დასჯას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

დღეს გენერალურ პროკურატურაში 2004 წელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლე და ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე გენპროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდება. ოჯახი კონკრეტული პირების დასჯას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აფრასიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, შეხვედრა 5 თვის წინ უნდა შემდგარიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

სვანეთში 2004 წელს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლის შეკრების შედეგად, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close